19, ნოემბერი 2019 21:37:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი განახლდა. შეძლებს თუ არა მრჩეველთა საბჭო აირჩოს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეიტრალური ხელმძღვანელი იმ ფონზე , როცა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბორდის წევრების მხრიდან ქართული ოცნების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებებზე ალაპარაკდა. საფრთხეებს ხედავს მესამე სექტორიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადეგენლები ამბობენ, რომ პროცესების ამდაგვარი სცენარი ხელისუფლებამ დაგეგმა. ემუქრება თუ არა საფრთხე აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ ზეგავლენებზე ალაპარაკდა. ნათია ზოიძე ამბობს, რომ მოვლენების სწორედ ამდაგვარ განვითარებას პროგნოზირებდა. შიშობს, რომ ბორდი, რომლის შემადგენლობა ქართული ოცნების მიმართ ლოიალურია, გავლენებისგან დამოკიუკიდებელი ხემძღვანელის შერჩევას ვერ შეძლებს . ზოიძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო მათ წინააღმდეგ ინსტრუმენტად გამოიყენეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარების მტცედლობას არ გამორიცხავს ბორდის წევრი თამარ წილოსანი. თუმცა ამბობს, რომ მგადაწყვეტილების მიღების პროცესში მასზე ვერავინ მოახდენს.
საპირისპიროს ამტკიცებს სოსო სტურუა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ბორდის წევრია. მრჩეველთა საბჭოში ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი ამბობს, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. სტურუა ამტკიცებს, გადამწყვეტი კანდიდატის პროფესიონალიზმი იქნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსი დღეს განახლდა. მედიასაშუალების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო მეოთხე კონკურსი. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს უსამართლო იყო
მესამე სექტორში თვლიან, რომ პროცესების ამგვარი განვითარება ხელისუფლებამ დაგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ბორდის ეს შემადგენლობა პოლიტიკურად ნეიტრალურ ხელმძღვანელს ვერ შეარჩევს.
აჭრის ტელევიზიის დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ. ხელმძღვანელის ანაზღაურება 3300 ლარი იქნება.