20, ნოემბერი 2019 11:25:00
Amnesty International-ის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ ცოტა 106 ადამიანი მოკლეს. ბრიტანული ორგანიზაცია ირანის უსაფრთხოების ძალებს „გადამეტებული ძალის“ გამოყენებაში ადანაშაულებს.
„21 ქალაქის მასშტაბით, სულ ცოტა 106 პროტესტანტი მოკლეს. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ზოგიერთი ცნობით, ის 200-მდე აღწევს“, -აცხადებენ ორგანიზაციაში.
Amnesty International ცნობით, უსაფრთხოების ძალები ბევრ შემთხვევაში ოჯახებს ცხედრებს არ აძლევენ ან აიძულებენ მათ, მიცვალებულები ჩუმად დამარხონ.
ირანის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია დაახლოებით 1000 დემონსტრანტი.
ირანში მასშტაბური პროტესტი საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.