20, ნოემბერი 2019 20:55:00
დაბინძურებული ჰაერი და სამშენებლო პროცესები, რომელიც გარემო პროცესებს ცვლის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული, მაჩვენებელი კი რომელიც ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, „ძალიან ცუდია“. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, სამშენებლო პროცესებს უკავშირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები და მრეწველობის სექტორია. მოქალაქეეები ამბობენ, რომ დაბიძნურებული ჰაერის დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც.
მოქალაქეების ნაწილი ჰაერის დაბინძურებას ე.წ „ყვითელ ავტობუსებს“ უკავშირებს.
პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები და საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“. ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურებას ხელს ქიმიური ტერმინალიც შეუწყობს. სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ
ჰაერის დაბიძურებასთან მუნიციპალური ტრანსპორტის კავშირს გამორიცხავს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი. ბადრი ფარტენაძე ამბობს, რომ ე.წ ყვითელი ავტობუსები ყოველწლიურად გადიან ინსპექტირებას.
მედიკოსები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც დაბინძურებულ ჰაერს შეუძლია გამოიწვიოს.თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე- ექიმი ალერგოლოგი მოქალაქეებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული. ობიექტი 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს.