21, ნოემბერი 2019 20:40:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ე.წ ოცნების ქალაქიდან. ართმელაძეები უკიდურესად გაჭირვებულები არიან და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. მუყაოს ქალაქში 7 წელია ცხოვრობენ და ყოველდღიურობას მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ებრძვიან.
უკიდურესად გაჭირვებულ 3 წევრიან ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი 2 წლის წინ გაუუქმეს. ართმელაძეებს ახლა ყოველდღიურობასთან ბრძოლა მცირე შემოსავლით უწევთ.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მათ სოციალური დახმარება 2017 წელს შეუწყვიტეს. მიზეზად მაღალი სარეიტინგო ქულები დაუსახელეს. ართმელაძეებს 2 ოთახიან, ფიცრულ სახლში, საყოფაცხოვრებო ტექნიკა საერთოდ არ გააჩნიათ. ნოდარ ართმელაძის თმით, ბათუმის სოციალური მომსახურების საგეენტოს დახმარების თხოვნით 2 ჯერ მიაკითხა, თუმცა უშედეგოდ
ართმელაძეეების ვიზიტს არ ადასტურებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. აქ ართმელაძეებს ერთადერთ გამოსავალს სთავაზობენ- ხელახალი შემოწმების მიზნით განცხადება დაწერონ.
ართმელაძეების ოჯახი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 2012 წლიდან ცხოვრობს.