22, ნოემბერი 2019 14:17:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ჭიშკრისთვის ბოქლომის ჩამოკიდებას გამოეხმაურა და ოპოზიციას მოუწოდა, "ცირკაჩობას მოეშვან" და "საქმის კეთებაზე გადავიდნენ".
რიჟვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ და იქ დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ.
"მაგრამ მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება,"- ამბობს რიჟვაძე.
მოქალაქეებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად კამპანიის "მაინც დაგაბოქლომებთ" ფარგლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.