22, ნოემბერი 2019 16:09:00
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 24 ნოემბერს შეეზღუდება: შუახევში - 09:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: ტაკიძეებს, ხიჭაურს, ბარათაულს, დაბაძველს, ცხემლისს, ზემოხევს და მიმდებარე სოფლებს, დაბა შუახევის ნაწილს.
25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ქობულეთში - 25 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქუჩებს: რუსთაველის, თამარ მეფის,ყაზბეგის, დ.აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ოჩხამურს, ქაქუთს, ჩოლოქს და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში - 25 ნოემბერს 10:00დან 12:00საათამდე სოფლებს დოლოგანი, ზუნდაგა, მახუნცეთი, აწჰესის დასახლებას და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.