23, ნოემბერი 2019 21:42:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა.
ავტოკიბე აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკს შეემატება და საგანგებო სიტუაციების დროს ბათუმის სახანძრო-სამაშველოს დანაყოფების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ავტოკიბე გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისვის, რაც ბათუმისთვის, მზარდი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია.