25, ნოემბერი 2019 11:48:00
აჭარის ტელევიზიის დირექტორი TV25.GE-ს კითხვებს გაურბის. გიორგი კოხრეიძემ სატელეფონო საუბრისას ჩვენს შეკითხვებს თავი აარიდა და გვითხრა, რომ ინტერვიუს მხოლოდ საკუთარ მაუწყებელს მისცემს. კოხრეიძე დღეიდან თანამშრომლებს ხვდება, თუმცა უცნობია რა ფორმატში და რა თემებზე ისაუბრებენ.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ აჭარის მაუწყებელიდან ზვიად ქორიძე წავიდა, რომელიც ორგანიზაციის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა. „გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება" - წერს განცხადებაში კონსულტანტი.
მედია-ექსპერტი პირველია, რომელმაც ტელეკოპანია ახლად არჩეული დირექტორის შემდეგ დატოვა. TV25.GE-ს ინფორმაციით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს, ჩვენ დასაქმებულებთან დამატებით დეტალებს ამ დრომდე ვაზუსტებთ.