25, ნოემბერი 2019 13:03:00
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი გუანგქსის ჟუანგის ავტონომიური რეგიონი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დანგრეულია სახლები.
ჯერჯერობით, ოფიციალური ცნობებით, მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვა დასტურდება. რამოდენიმე ადამიანის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.