25, ნოემბერი 2019 17:24:00
ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების შანსი. მმართველმა გუნდმა ამის შესახებ გადაწყვტილება დღეს გაახმოვანა. კახა კალაძის თქმით, ისინი მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფენ.