26, ნოემბერი 2019 11:37:00
გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა.
„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, დავით გასიტაშვილმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: ipn.ge