27, ნოემბერი 2019 21:12:00
რის გამო მოკლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები მანუჩარ ცეცხლაძე? გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ იგი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციით მოტივი ფინანსები გახდა. გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამოძიებას ბრალდებული ჯერ კიდევ არ ჰყავს.
როგორც მოკლულის ბიძა აღნიშნავს, მანუჩარ ცეცხლაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ახლობლისგან გაიგეს, რის შემდეგაც ისინი მარნეულში ცხედრის ჩამოსასვენებლად წავიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მანუჩარის გარდაცვალების შესახებ 2 დღის შემდეგ გაიგეს, ოჯახის წევრებს ეჭვი განზრახ მკვევლობაზე გაუჩნდათ.
გარდაცვლილის ახლობელი საუბრობს იმის შესახებ, რომ მუხაესტატის პოლიციის განყოფილებაში აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერი უთხრეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს და სამინისტრომ ისინი მარნეულში დაიბარა.
პოლიციას დიდი მინუსი - ასე აფასებს სამართალდამცველების რეაგირებას, მანუჩარ ცეცხლაძის და. როგორც მაია ცეცხლაძე აღნიშნავს, საგამოძიებო ორგანო და ის ოჯახი, სადაც მისი ძმა იმყოფებოდა, ერთმანეთთან ფარულ კავშირშია და დამნაშავეს მფარველობენ.
მანუჩარ ცეცხლაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივად ფინანსები სახელდება, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება დღეს არ გაკეთებულა.