28, ნოემბერი 2019 17:39:00
საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა და წარმატებებთან ერთად, ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.