28, ნოემბერი 2019 21:05:00
ახალი წლის მოახლოებამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება. როგორ შეხვდება წლის მთავარ დღესასწაულს ქალაქი? რამდენს დავხარჯავთ წელს იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა შეიმქნას ? რეპორტაჟს ნინია მესხიძე ამზადებს, დაელოდეთ.
საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ბულვარის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად ჩატარდება. კონცერტები ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. მისი ორგანიზებისთვის კი ბიუჯეტიდან 340 ათასი ლარი დაიხარჯება.
საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. სიახლეა ის რომ, საახალწლო ნაძვის ხე წელს, ზღვისპირა პარკის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ღონისძიებების დაგეგმარება დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო რისკები. პრაქტიკა კი იმას აჩვენებს, რომ თვითმმართველობა ყოველწლიურად სამზადისს ბოლო თვეს იწყებს, რის გამოც პირდაპირი შესყიდვები ხდება, რაც კორუფციის ეჭვს იწვევს.
საახლწლო ღონისძიებებში მეტწილად ადგილობრივი ხელოვანები იქნებიან ჩართული.