29, ნოემბერი 2019 17:10:00
დედაქალაქში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. აქცია ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება. ხელისუფლება კი პოზიციას ამ დრომდე არ თმობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაიგეგმა. ადგილი და ფორმატი სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაზუსტდება. მხარეები არჩევნების თემატიკაზე ისაუბრებენ, ოპოზიცია კი უცვლელ მოთხოვნებზე გააკეთებს აქცენტს.