29, ნოემბერი 2019 17:31:00
,,მოდუსის ქსელის, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ჰიპერმარკეტში მომსახურე პერსონალის როლი მოირგეს და ე.წ. Black Friday - ის აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ემსახურებოდნენ.
29 ნოემბერს მოდუსის ჰიპერმარკეტში მოსულ მომხმარებლებს, კონსულტაციას უწევდნენ, იმპორტის, ფინანსური დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების და მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლები. კამპანია მიზნად თანამშრომლებისთვის გუნდურობის პრინციპის გამყარებას ემსახურებოდა.
29 და 30 ნოემბერს მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელში ორდღიანი ფასდაკლების აქციაა სრულ ასორტიმენტზე.
ქსელში წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო ბრენდები, შპალერი, საღებავები, განათება, სველი წერტილებისა და სააბაზანო აქსესუარები, ავეჯი და საახალწლო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი.
მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე.