02, დეკემბერი 2019 12:29:00
მიმდინარე წლის 06-08 დეკემბერს , ქალაქ ბათუმში , სასტუმრო
" შერატონში " გაიმართება , სამშენებლო მასალებისა , ტექნოლოგიების და
უზრავი ქონების მე -9 საერთაშორისო გამოფენა "BATUMI BUILD 2019", რომლის
ორგანიზატორია საქართველოში ერთ – ერთი პირველი საგამოფენო კომპანია
"GEONET EXPO". კომპანია გამოფენების ორგანიზებით , ხელს უწყობს რეგიონში
ამ სფეროს განვითარებას .
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები , სამშენებლო
მასალები , აღჭურვილობა , დანადგარები , კონდიცირებისა და გაგრილების
სისტემები , არქიტექტურული ტექნოლოგიები , ასევე ინტერიერისა და
ექსტერიერის დიზაინი .
ბათუმის მე- 9 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და
დეველოპერების გამოფენაში მონაწილეობენ ღებულობენ როგორც
ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. გამოფენა საშუალებას მისცემს
მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია, გაცვალოს ბიზნეს
კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ
სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.გამოფენაში 6 ქვეყნის 80 მდე
კომპანია ღებულობს მონაწილეობას ესენია: ირანი,თურქეთი,
აზერბაიჯანი,საქართველო, ჰოლანდია,გერმანია