02, დეკემბერი 2019 17:21:00
წელს საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ციტრუსის სუფსიდირების პროგრამა ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში გაკეთდა. ადგილზე ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნენ. 2019 წელს ციტრუსის საექსპორტო ქვეყნებს სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით ციტრუსის გატანა-ჩაბარება იანვრის ბოლოსთვის დასრულდება.