04, მაისი 2017 20:03:00
„მეგობრობის პალიტრა - ბათუმი 2017“ - საერთაშორისო პლენერს ბათუმი მეოთხედ მასპინძლობს. მასში 20 ადგილობრივი და უცხოელი მხატვარია ჩართული, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე დაათვალიერებენ აჭარის ღირშესანიშნაობებს. პროექტი ორ ეტაპად ჩატარდება - "ბათუმური გაზაფხული" და "ბათუმური ზაფხული". თითოეული ეტაპის დასასრულს, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყობა ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. დაიგეგმება ადგილობრივი მხატვრების საპასუხო ვიზიტი ლიტვასა და პოლონეთში. აქტივობებში ბათუმის სამხატვრო სკოლის სტუდენტებიც მონაწილეობენ. პროექტი „საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის“ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.