04, მაისი 2017 17:04:00
როგორ დავიცვათ ბავშვები მართვადი ინფექციისაგან?- თემასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის #7 საბავშვო ბაღში შეხვედრა გაიმართა. იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგნელებმა ბათუმში მოქმედი საბავშვო ბაღების გამგეებსა და პედაგოგებს ახალი ვაქცინაციის კალენდარი გააცნეს, რაც მათი განმარტებით, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების დროულად და სწორად აცრას. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ბათუმის ბაღების გაერთიანების ინიციატივით გაიმართა.