03, დეკემბერი 2019 17:52:00
ამ წუთებში, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს ხვდებიან. გიორგი მგელაძე და ნანა ბიგანიშვილი, დღესვე, ბორდი წევრებს გაესაუბრებიან. კომუნიკაიცა ხემძღვანელთან, გიორგი კოხრეიძესთან კი ხვალ შედგება. მაუწყებელში ამბობენ, რომ ქარტია მიმდინარე მოვლენებით თავად დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები, ახლად დანიშნული დირექტორის მხრიდან, არაკორექტული ლექსიკის გამოყენებაზე საუბრობენ. ქარტიის წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი ინტერესი , არხის პოლიტიკური მიუკერძოებლობის შენარჩუნებაა.