04, დეკემბერი 2019 09:51:00
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი მიიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. ახალგაზრდა კაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. „ოპერაციის შემდეგ დაჭრილი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – გვითხრეს კლინიკაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ „ეს იყო სუიციდის მცდელობა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო“.