ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ცნობიერების ამაღლება ტელეკომუნიკაციის დარგში

04, მაისი 2017 17:03:00

,,გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუცმენი“ -  თემაზე ბათუმის საზღვაო აკადემიის  სტუდენტებს ლექცია ჩაუტარდათ. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, განცხადების განხილვის წესები და ვადები. როგორც  ტელეკომუნიკაციის ომბუცმენი თამთა ტეფნაძე განმარტავს,  სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცოდნა და დაცვა.