05, დეკემბერი 2019 10:02:00
ინციდენტში, რომელიც შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო შუახევში გუშინ მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძიებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას რუსუდან შავაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფიზიკურად შეეხო. მერის მოადგილე ხათუნა ბერიძეს თმებში სწვდა. "შუახეველმა კაცებმა შენ თუ შეგარჩინეს ის შეურაცხყოფა" - უთხრა დაპირისპირებისას მერის მოადგილემ მესამე სექტორის წარმომადგენელს.
რუსუდან შავაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.