05, დეკემბერი 2019 17:36:00
„დასრულდეს კოჰაბიტაცია“ - ამ მოთხოვნით დღეს მერაბ ღოღობერიძე ევროპის მოედანზე გავიდა. იმის მიუხედავად, რომ მან აქცია ფეისბუქზე დააანონსა, არავინ შეუერთდა. მერაბ ღოღობერიძეს აქციაზე ცოცხები და ბანერი ჰქონდა მიტანილი. მისი თქმით, პროტესტს საზოგადოება უერთდება, თუმცა ქუჩაში გამოსვლისაგან თავი შეიკავეს. ღოღობერიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში დაბრუნებას არ დაუშვებს.