06, დეკემბერი 2019 11:44:00
სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი. ვიდეოს ავტორი ძაღლების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სიკვდილისთვის არიან განწირულები.