06, დეკემბერი 2019 11:22:00
ინგრედიენტები
- კარტოფილი 2-3 ცალი (მოხარშეთ კანიანად)
- კვერცხი 4 ცალი (მოხარშული)
- თევზის კონსერვი 200 გრამი
- წითელი ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი (მოხარშული)
- ყველი 100 გრამი
- მაიონეზი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა დაფქული გემოვნებით
- ულუფის რაოდენობა: 10-12
როგორ მოვამზადოთ "მიმოზა"
მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი, წინასწარ მოხარშეთ კვერცხი, კარტოფილი, სტაფილო.
სალათი ფენებად უნდა მოამზადოთ, თითოეული ფენა მაიონეზით დაფარეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. სასურველია მისცეთ ყველის თავის ფორმა მოტეხილი ნაჭრით, ვინაიდან ახალი წლის სიმბოლოს ძალიან უყვარს ყველი. პირველ ფენად გაუშვით გახეხილი კარტოფილი. მომდევნო ფენა სტაფილოთი დაფარეთ.
და ბოლოს მსხვილად გახეხილი ყველი. სალათას ყველა მხრიდან წაუსვით მაიონეზი, დაფარეთ საკვები პოლიეთილენის პარკით და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მირთმევის წინ მოაცილეთ პარკი და ზემოდან დაახეხეთ კვერცხის გული. "მიმოზა" თაგვის წლისთვის მზად არის. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი და მისგან წრუწუნები დაამზადოთ, თვალისთვის წიწაკის მარცვლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ყურისთვის და კუდისთვის ყველი.