06, დეკემბერი 2019 16:53:00
ხანძრის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლი ე.წ ოცნების ქალაქში.ღია ცის ქვეშ სურმანიძეების ოჯახი დარჩა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზარალებულებს ღამის გათევა მეზობელთან მოუწევთ.
ხელვაჩაურში, ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებაში, სურმანიძის სახლს ხანძარი დილით გაუჩნდა. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. გოჩა სურმანიძემ აღნიშნულზე ინფორმაცია კი თავისი ძმისგან გაიგო.
დაკვამლიანება ტერიტორიაზე დასახლების სტუმარმა შენიშნა. თვითმხილველი ყვება, რომ სახლში ფანჯრიდან შეიხედა და მიხვდა, რომ კვამლი იქედან გადიოდა. ამის შემდეგ მეზობლებმა 112-ში დარეკეს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს შესაბამისი დახმარება მას შემდეგ გაეწევა, რაც გამოძიება შედეგებს დადებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.