06, დეკემბერი 2019 21:26:00
მარიკა ნეანიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ საკუთარი საცხოვრებელი არ აქვს, მარტოხელა მოხუცი ახლა დროებით, მეზობლის სახლში ათევს ღამეს. ხანდაზმულს უკიდურესად უჭირს. არ აქვს შეშა, ელექტროენერგიასაც ვერ მოიხმარს, რადგან კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის.
75 წლის მარტოხელა მოხუცს ჯამრთელობის პრობლემებიც აქვს. ესაჭიროება მედიკამენტები, შეძენას კი ვერ ახერხებს.
ხანდაზმულის გაჭირვებაზე საუბრობენ მეზობლებიც. მიხეილ თუმანიზე ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს
მარიკა ნეანიდის პრობლემებს იცნობენ ქობულეთის მომსახურების სააგენტოში. თემურ ჭანტურიშვილი ამბობს, რომ უკიდურესად გაჭირვებულს მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანენ.
ქობულეთის მერიაში კი განაცხადეს, რომ მოქალაქემ უწყებას განცხადებით უნდა მიმართოს.დოკუმენტს შესაბამისი სამსახური შეისწავლის, რის შემდეგადაც გაადწყდება რა სახის დახმარება გაეწევა ხანდაზმულს.