დარღვეული შრომითი უფლებები, ძალადობა ოჯახებში და სამართალდამცველთა გადამეტებული უფლებამოსილება. როგორია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში? რამდენი ადამიანის შელახული უფლება აღადგინა სასამართლომ ? თუ რა მოსაზრებები აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და კანონდებლებს ია გოლიაძე სიუჟეტში ვნახავთ.
ეს 31 წლის თამილა ირემაძეა. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე. თამილა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უფლებების დარღვევაზე ღიად უკვე მერამდენე თვეა საუბრობს. ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე პასუხს ახლა თვითონ აგებს. იმის გამო, რომ აგენტმა დამატებითი შემოსავლები შეცდომით მიუთითა, ახლა ფინანსური შემწეობის სახით 170 ლარს ნაცვლად 230-ის იღებს.
დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციას მიმდინარე წელს 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ეს მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ციფრია. ანნა მდინარაძე ამბობს, რომ მდგომარეობა ამ კუთხით წელს ქვეყანაში დამძიმებულია.
როგორც ირკვევა, საიას მიმდინარე წელს ძირითადად იმ ადამიანებმა მიმართეს, რომელთა შრომითი უფლებები დაირღვა. სარჩელთა დიდი ნაწილი საოჯახო და საგზაო სამართალდარღვევებს ეხებოდა. მიუხედავად დადებითი შედეგებისა, არასამთავრობო ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოწვევები რჩება - მედიაგარემო და გაჭიანურებული სასამართლო პროცესები.
ის, რაც მესამე სექტორმა გამოწვევად მიიჩნია, დადებით შედეგად შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ გაზრდილი მიმართვიანობა დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართ მიზნით მოქალაქეეებში ამაღლებული ცნობიერების მაჩვენებელია. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ამბობს, რომ სისტემური სიმახინჯეები სფეროში არსებობს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვა უწყვეტი პროცესია. რაც შეეხება გაჭიანურებულ სასამართლო პროცესს, ანანიძე ამბობს:
რამდენი ადამიანის შელახული უფლება აღადგინა სასამართლომ ? კითხვაზე პასუხი დღეს ვერ მივიღეთ, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლო ში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. პასუხგაუცემელი დარჩა კითხვაც, რას აკეთებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუნჯობესების კუთხით - რადგან სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან რგოლში თავი შეიკავეს.