17, იანვარი 2017 11:26:00
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის გამგებელს მოუწოდებს საბავშვო ბაღებში ჩავარდნილი ტენდერებით დაინტერესდეს. პარტიის წევრის განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი 16 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა ტენდერები ჩავარდა. ლელა ვერულიძის თქმით, ბაღების გაერთიანებას შეეძლო პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება. ოპოზიციის განცხადებას უპასუხეს გამგეობაში. მალხაზ რომანაძის თქმით პირდაპირი წესით ხელშეკრულება ვერ გადორმდებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში გამარტივებული ტენდერი გამოცხადდება.