11, დეკემბერი 2019 17:24:00
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“, როგორც ცალკეული შპს-ს ლიკვიდაციას და ცენტრალიზებას დაუჭირეს მხარი. განკარგულება არამიზანშეწონილად მიაჩნია ოპოზიციას. დღევანდელი სესია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის გაპროტესტებით გაიხსნა. დღის წესრიგით განსახილველ შვიდ საკითხს შორის, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული რამდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აჭარის რეგიონისთვის უსასყიდლოდ გადაცემა იყო.