11, დეკემბერი 2019 18:02:00
აჭარის მთავრობის აპარატი მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს. შესაბამისი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ვებ გვერდზე დევს. დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია ეიჩ/არ.გოვ.ჯი -ზე უნდა ატვირთონ. დეპარტამენტის უფროსის ფუნქცია მთავრობის თავმჯდომარესა და წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მოქალაქეებთან, ასევე მედია საშუალებებთან ურთიერთობა, იქნება. ანაზღაურება კი 3200 ლარით განისაზღვრება. კონკურსი გუშინ გამოცხადდა და კიდევ 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გორჯელაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.