12, დეკემბერი 2019 17:04:00
15 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, მთავარი ფინანსური დოკუმენტი ჯამში 350 მილიონ 94 ათას 300 ლარით განისაზღვრა, მიმდინარე წელთან შედარებით დოკუმენტი ჯამში შემოსავლების ნაწილში 30 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. 12 ახალი სკოლა, 25-მდე საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია, ოცნების ქალაქის მშენებლობა, ახალი პროგრამები ჯანდაცვის მიმართულებით და 65 კილომეტრამდე სოფლის გზების კეთილმოწყობა. კიდევ რა მიმართულებით გადანაწილდა რეგიონის ბიუჯეტი? ია გოლიაძე გიამბობთ
350 მილიონ 94 ათას 300 ლარი - თანხა მომავალი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს ასახავს. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების ნაწილში 30 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. ხარჯვით ნაწილში კი ეს თანხა 8 მილიონს შეადგენს. უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა იყო:
გაზრდილი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი, 112 მილიონ ლარზე მეტი ფინანსთა და ეკონომიკის სამმინისტროს ექნება. 56 მილიონს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მიიღებს. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, დოკუმენტის შედგენისას მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული:
რეგიონის უმაღალესი საბჭო 2019 წელთან შედარებით შემცირებულ თანხას, 5 მილიონ 200 ათას ლარს მიიღებს. 3 მილიონ 250 ათასი ლარით დაფინანსდება აჭარის მთავრობა. ჯანდაცვის მიმართულებით კი 21 მილიონი ლარი გაითალისწინეს. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ 2020 წელს ჯამში 26 პროგრამა განხორციელდება. იქნება სიახლეებიც.
რეგიოინში 2020 წელს 12 ახალი სკოლა და 23-ის რეაბილიტაცია იგეგმება. მაია შავიშვილის თქმით, განხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.
მომავალ წელს დასრულდება უეფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად მოეწყობა საპიკნიკე ადგილები. დაგეგმილია მწვანე ტბის სარეკრეაცია ზონის განვითარეის მეორე ეტაპის დაწყება. შედგება ბეშუმის, გოდერძის და გომარდულის ქალაქმშენებლობების დოკუმენტი. 16 მილიონი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის პირველი ეტაპისთვის გამოიყო. ეს ის პროექტებია, რომლის გამოც ბიუჯეტს მხარი ერთადერთმა ოპოზიციციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.
2020 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის 63 მილიონ 600 ათასი ლარი გამოიყოფა. პროექტების ფონდებისთვის კი 13 მილიონ ლარზე მეტი გაითვალისწინეს. 64 კილომეტრი სოფლის გზების მოსაწყობად კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 63 მილიონამდე ლარი გაწერეს.