12, დეკემბერი 2019 18:00:00
არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლები, ზღვაში გადაიტუმბება. შედეგად, კი უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საშიშროება მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, უახლოეს მომავალში დაიწყება ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟი. სატუმბი სადგურის მშენებლობა 2020 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის სრული ღირებულება კი 28 მილიონ 965 ათასი ლარია.