13, დეკემბერი 2019 18:18:00
ალდაგმა კარგი მძღოლების დასაფასებლად კამპანია წამოიწყო
“თუ იცავ – მეტს იმსახურებ” – ამ სლოგანით ალდაგმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანი კარგი მძღოლების დაფასებაა.
ალდაგი მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებასაც სთავაზობს.
“თუ იცავ – მეტს იმსახურებ” - ამ კამპანიის ფარგლებში ბათუმის ქუჩებში პატრულირებას ალდაგის „მადლობის ეკიპაჟი“ ახორციელებდა.
ალდაგი მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი „თუ იცავ.ჯი“, რომლის მეშვეობითაც მძღოლებს შეუძლიათ გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესამისი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძღოლებისთვის ალდაგს 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი.
ალდაგის წარმომადგენლები, კარგ მძღოლებს, რომლებიც წესების დაცვით გადაადგილდებოდნენ საავტომობილო გზაზე შეარჩიეს, მადლობა გადაუხადეს და სპეციალური საჩუქრით დაასაჩუქრეს.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები კარგ მძღოლებს სერენადას უძღვნიან. კლიპი JWT Metro-მ გადაიღო. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა და მას ალდაგის კლიპში თავად ნუგზარ ერგემლიძე, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ.
კამპანია გუშინ, დაიწყო და დღეს დასრულდება. გაგრძელება კი ქუთაისში იქნება.