15, დეკემბერი 2019 15:56:00
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისას, მუშა დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულს სამედიცინო კვლევები უტარდება და წინასწარი ინფორმაციით მას წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა აქვს.
„მიმდინარეობს ამ დროისთვის კვლევები, შუა ხნის მამაკაცია. დასჭირდება ოპერაცია, რისთვისაც უნდა მოვამზადოთ“,- აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.
წყარო: პრაიმტაიმი