15, დეკემბერი 2019 16:25:00
რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ყოფილ სამშობიაროს სახლთან ავტოავარია მოხდა. ავტომობილი, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა, ხევში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იჯდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: guria.tv