15, დეკემბერი 2019 16:41:00
ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, ქალაქ დავაოდან 61 კილომეტრის მანძილზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას მიწისძვრასთან დაკავშირებით აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათი განცხადებით მიძისძვრა 28 კილომენტრის სიღრმეზე მოხდა. მიწისძვრას შედარებით სუსტი განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 15 ადამიანი.