16, დეკემბერი 2019 18:06:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის’’ შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ გაეცნონ უწყების საქმიანობას, მიიღონ გამოცდილება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.