ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება გათბობის პრობლემები. ვცდილობთ ჩვენი სახლი მაქსიმალურად ეფექტური, ეკონომიური და უსაფრთხო გასათბობი დანადგარით აღვჭურვოთ. ვიცით, რომ გაზის გამათბობელი ეკონომიურობის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ მისი შეძენისას ბევრი სხვა ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ყველა წესს ზედმიწევდნით დავიცავთ სითბოსაც უზრუნველვყობთ ჩვენს სახლებში, უსაფრთხოებასაც და მინიმალურად დანახარჯებსაც.
გამათბობლების მწამროებლები ბინების გასათბობად გამათბობლების უდიდეს ასორტიმენტს გვთავაზობენ, რომლებიც ეფექტურობით ცენტრალურ გათბობასაც კი არ ჩამოუვარდებიან. ესენია გაზის გამათბობლები ეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით და მშვენიერი იერსახით, რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერი ზომის სახლში. აღნიშნულ სტატიაში გასწავლით ყველაფერს, რაც გაზის გამათბობლების შესახებ უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ მოემზადოთ ზამთრისთვის და გააკეთოთ სწორი არჩევანი.
გაზის კონვექტორი
გაზის კონვექტორი ძალიან ჰგავს რადიატორს. სწორედ ამ მიზეზით მას ფანჯარასთან აყენებენ. თუმცა ეს სრულიადაც არ არის აუცილებელი. უფრო მნიშვნელოვანია ბინაში ისეთი ადგილი მოუძებნოთ, სადაც ადვილად მიიყვანთ გაზს და საიდანაც ადვილი გამოსაყვანი იქნება მილი, ნამწვის გასაწოვად.
მისი კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. მასიურ კორპუსში ჩამონტაჟებულია წვის კამერა. მათ შორის დარჩენილ ადგილზე ხდება ჰაერის გათბობა, მეტალის კორპუსის მეშვეობით გამათბობელი სითბოს ენერგიას ავრცელებს ოთახში. ასეთი ღუმელები აღჭურვილია მართვისა და უსაფრთხოების სანდო ბლოკებით.
რაში მდგომარეობს მათი განსაკუთრებულობა?
- კონვერტორი მუშაობს ავტომატურ რეჟიმში, ტემპერატურა შეიძლება შეიცვალოს 13-დან 38 გრადუსამდე. მეტალის კორპუსის ტემპერატურა 600–ზე მეტს არ სცდება, ამიტომ არის ბავშვებისთვის უსაფრთხო.
- მითითებული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, გაზის მიწოდება მცირდება, რაც ძალიან ეკონომიურია.
- თუ გაზის წნევა უცებ დაეცა, ან გაითიშა, მოწყობილობა ავტომატურად ითიშებასწორედ ამ ფაქტორებმა და მისაღებმა ფასმა მოწყობილობა ძალიან პოპულარული გახადა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამათბობელის არჩევისას?
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამათბობელის არჩევისას სიმძლავრეა. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ გასათბობი ოთახის ან ბინის ფართობიც. სტანდარტულად 1KW ათბობს 10 კვ.მ-ს.
უნდა გაითვალისწინოთ ჭერის სიმაღლეც, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 მ-ს. სპეციალისტები გვირჩევენ ავირჩიოთ გამათბობელი დამატებითი დანაკარგების გათვალისწინებით, რაც გარდაუვალია ყველაზე თანამედროვე სახლებშიც კი. ასეთი მიდგომა იმ შეთხვევაში ამართლებს, თუ გამათბობელი სითბოს ძირითადი წყარო იქნება თქვენს სახლში. თუ ის დამატებითი სითბოს წყაროსთვის უნდა გამოიყენოთ, უფრო ნაკლები სიმძლავრის აგრეგატი შეიძინეთ.
მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ეს გათბობის მილებია. არსებობს სტანდარტული ერთ მილიანი და კოაქსიალური - მილი მილში სისტემა
- პიველ შემთხვევაში გამათბობელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს. ასეთი გამათბობელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მას კარგი სავენტილაციო სისტემა ჰქონდეს.
- მეორე შემთხვევაში ნამწვი გარეთ გადის დაწვისთვის საჭირო ჟანგბადსაც გარედან იღებს. შესაბამისად ამ ტიპის გამათბობლები სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯამრთელობისთვის.
ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ მნიშვნელოვანია დამონტაჟებისა და აირთან მიერთების სიმარტივე და ექსპლოატაციის უსაფრთხოება. თავისთავად, თავად კონსტრუქციაც მყარი უნდა იყოს. ამიტომ გაზის გამათბობელის შერჩევის დროს, ყურადღება ყველა ნიუანსს მიაქციეთ.
უსაფრთხოების ნორმები
- დაუშვებელია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელისა და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს სათავსოდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. წვის პროდუქტები სათავსოში არ უნდა რჩებოდეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს გაზქურები.
- არ გამოიყენოთ გაზის გამათბობლები, თუ მასზე არ არის დამონტაჟებული ჩამ-კეტი მოწყობილობა და სათავსოში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები.
- აუცილებლად დაამონტაჟებინეთ სპეციალისტს და ნუ გააკეთებთ ამას თავად. შემდეგ კი წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით შეამოწმეთ.