18, დეკემბერი 2019 21:21:00
15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერილობით გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვა და განაცხადა, რომ „ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, უმკაცრესად დაისჯება. „ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე“, – აღნიშნა პრემიერმა.