19, დეკემბერი 2019 18:54:00
TV25.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წყარო გვიყვება, რომ პატრულ ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრი გ.ჭ-ა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და იგი ოჯახში მკურნალობის კურსს გადიოდა. წყაროს თქმით, ბრალდებულს პატრულის თანამშრომელთან წარსულშიც ჰქონდა უთანხმოება.
დაჭრაში ბრალდებულთან ერთად, გუშინ მისი ძმაც დააკავეს. ეს უკანასკნელი ძმის შეკავებას ცდილობდა, რომელიც სახლიდან იყო გამოქცეული.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაკვებულების ინტერესებს ამ დრომდე არავინ იცავს, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულების დაცვაზე ადვოკატები უარს აცხადებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ძმა გუშინვე, წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულ ინსპექტორი ბლაგვი საგნით ყელის არეში დაჭრეს.