ნეპოტიზმი და ქათამაძეები ქობულეთის მერიაში. TV 25-ს იმ ადამინების სია ჩაუცვარდა, რომლებიც უწყებაში სავარაუდოდ ნათესაური ნიშნით დაასაქმეს. ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითია. სულხან მესხიძე დღეს ადრესატებთან ინფორმაციის გადამოწმებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თემაზრე მუშაობის დროს ზოგიერთი მათგანი ჩვენს რეპორტიორს დაემალა, ის კი ვიცნ კონტაქტზე გამოვიდა, ოჯახის წევრების დასაქმებაზე განმარტებები არ გააკეთა. მესამე სექტორში ნეპოტიზმი არ უკვირთ, მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის პრიორიტეტული პარტიული ინტერესები და სამეგობრო წრეა. უფრო მეტს, ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ
სულხან გორჯელაძე ქობულეთის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, პარალელურად კი მერიის აიპშია დასაქმებული. იმ ორგანიზაციაში, სადაც მონიტორინგის სამსახურის უფროსია მისი და სოფიო გორჯელაძეც მუშაობს. ეს გარემოება როგორც ჩანს და ძმისთვის უხერხულობას არ წამოადგენს. გორჯელაძეს სამსახურში გაუფრთილებლად მივაკითხეთ. საჯარო მოხელე ჩვენმა კითხვებმა დააბნია და თავის გამართლება ვეღარ შეძლო.
აიპი „ქობულეთის წყალშია“ დასაქმებული არჩილ ჯინჭარაძეც, რომელიც ახლობლის, სულხან გორჯელაძის დაცვას ამ მეთოდით ცდილობდა. ეს უკანასკნელი წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. ვადის ამოწურვის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა აიპში დაასაქმა, რომლის ძმა ირაკლი ჯინჭარაძე მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს.
სამსახურში გაუფრთიხლებლად მივაკითხეთ ლანა ტაკიძესაც, რომელმაც რესურტსცენტრში მუშაობა დაახლოებთ ერთი თვის წინ დაიწყო. საკრებულოს მაღალჩინოსნის გიორგი გოგიტიძის მეუღლემ ჩვენს კითხვებს თავი აარიდა და ინტერვიუს დროს გაიქცა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ცოლთან ერთად მამაც დაასაქმა. გენო გოგიტიძე აიპი „ქობულეთის წყლის“ მთავარი სპეციალისტია. გიორგი გოგიტიძემ მობილური გამორთო და TV 25-ის გადამღებ ჯგუფს დაემალა. დღეს იგი სამუშაო საათებში სამსახურშიც არ იყო.
ქობულეთის მერის მოადგილის დავით ვერულიძის დედა ირინა ზოიძე ინფრასტრუტურის სამსახურში მთავარი სპეციალისტია, მან უწყებაში მუშაობა წლების წინ შვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე დაიწყო. ვერულიძის ბიძა დავით ნიჟარაძე კი აიპი „ქობულეთის პარკის“ დირექტორია.
მუნიციპალიტეტში მერის მირიან ქათამაძის ათეულობით ნათესავი მუშაობს, თუმცა მათი ნაწილი თანამდებობაზე წლების წინ დაინიშნა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დღეს, ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბარი არ ისურვა. თავის მართლება კი აღმასრულებელი ორგანოს ნაცვლად, საკრებულოს დეპუტატს მოუწია.
ნათესავების დასაქმება ქობულეთში ამით არ სრულდება. თამაზ ჯაფარიძე მერიის ქონების მართვის განყოფილებაში სპეციალისტია, ხოლო მისი შვილი ზვიად ჯაფარიძე აუდიტის სამსახურშია დასაქმებული.
ზვიად რომანაძე გამწვანების სამსახურის უფროსია, რომლის ძმა მინდია რომანაძე ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელის მეუღლე კი ბაღების გაერთიანებაში მთავარი მეთოდისტია.
აჭარის მთავრობის თავჯდომარე რეაგირებას TV 25-ის მიერ მოპოვებული და სასაჯაროებული მტკიცებულების შემდეგ აპირებს.
ქობულეთის მერის მოადგილის ლევან ზოიძის მამა საკრებულოს დეპუტატია, ხოლო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მაოდგილე.