17, იანვარი 2017 11:27:00
როგორი უნდა იყოს აჭარაში სპორტის სასახლე? საკითხი დღეს განათლებისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა დარგის სპეცილისტებთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ სამი სხვადასხვა ესკიზი წარმოადგინა. სპორტული ფედერაციის წევრებმა და მწვრთნელებმა შენიშვნები რამდენიმე მიმართულებით დააფიქსირეს. მინისტრი ამბობს, რომ რეგიონში გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება. მისივე განმარტებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ააშენოს.