26, დეკემბერი 2019 21:16:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით, ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო, დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება, შავ ბაზარზე, 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. დედაქალაქსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად, საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება, ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფება სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.