28, დეკემბერი 2019 12:20:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ზამთრის ტურისტულ სეზონს სრულად მომზადებული ხვდებიან. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე 11 ეკიპაჟი უკვე გაემგზავრა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები ყველა შესაბამის ლოკაციაზე სპეცმანქანებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ უწყებაში.