13, იანვარი 2020 16:27:00
ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გდაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც ამბობენ, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ."- ამბობენ ექიმები.
გამოძიება სსკ126 პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებას თავისუფლების აღკვეთას 2 წლის ვადით. შშს-ს ინფორმაციით, დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია.
წყარო: dianews.ge