ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

11, მაისი 2017 17:00:00

 მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადების ბრალდებით -ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი  პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი უკანონოდ განახორციელეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852 ლარის ზიანი მიადგა. ასევე, ბრალდებულმა კომპანიების სახელით საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად,საგადასახადო ორგანოში წარადგინეს, ყალბი საგადასახადო დავალებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის185-ე ასევე 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.