17, იანვარი 2020 17:31:00
შუახევში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. ობიექტი სამივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.რეგიონის პირველი პირის განცხადებით, ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა კიდევ უფრო წარმატებით განახორციელონ საქმიანობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭვანაში ვაზის 1200 ნერგი დაირგო. სოფელ ქიძინიძეები გაშენდა 500 ძირამდე ხეხილის სანერგე მეურნეობა. ღონისძიებას მთავრობის წევრები დაეწრნენ. ბიუჯეტი 744 ათას 970 ლარს შეადგენს